fbpx
მიგრაცია

2020 წელს უცხოეთში ემიგრაციაში ორჯერ ნაკლები საქართველოს მოქალაქე წავიდა, ვიდრე წინა წელს

2020 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 183 დღეზე მეტი ვადით 43 349 ადამიანი გაემგზავრა, რაც 2019 წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია. საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის შემცირება COVID-19-ის კრიზისმა და ჩაკეტილმა საზღვრებმა განაპირობა.

საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ემიგრაციის შემცირებასთან ერთად გაიზარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეების უცხოეთში ემიგრაცია. 2020 წელს საქართველოში  მუდმივად მცხოვრები უცხოეთის 30 915 მოქალაქე გაემგზავრა 183 დღეზე მეტი ვადით საზღვარგარეთ. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელთა ემიგრაცია 2020 წელს 34%-ით გაიზარდა.

სულ 2020 წელს საქართველოდან 183 დღეზე მეტი ვადით ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები 74 264 ადამიანი გაემგზავრა (მათ შორის, 43 349 – საქართველოს მოქალაქე, 30 915 – უცხოეთის მოქალაქე). ემიგრანტთა ეს რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 29.3%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება იმიგრანტთა რაოდენობას, საქართველოში 2020 წელს 183 დღეზე მეტი ვადით უცხოეთიდან საქართველოს 66მ668 მოქალაქე დაბრუნდა, რაც 2019 წელთან შედარებით 22%-ით მეტია. საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ეს რაოდენობა 2012 წლის შემდეგ რეკორდულია.

66 668 საქართველოს მოქალაქესთან ერთად, 2020 წელს უცხოეთიდან საქართველოში 183 დღეზე მეტი ვადით ჩამოვიდა უცხოეთის 23 328 მოქალაქეც.

ვინ ითვლება ემიგრანტად?

„ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში, სულ მცირე, 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა, სულ მცირე, 183 დღე)“, – ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.

ვინ ითვლება იმიგრანტად?

“პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე),”- ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.

(შემოკლებული ვერსია)

სრულად წაიკითხე აქ: bm.ge

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close