fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ისრაელში, ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი დაშავდა

ისრაელში, მერონის მთაზე ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევისა და ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 150-ზე მეტი მონაწილე. ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ ფესტივალზე 10 000-მდე ადამიანის დასწრების ნებართვა გასცა, თუმცა ტერიტორიაზე 30 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ უსაფრთხოებას კი 5 000-მდე პოლიციელი უზრუნველყოფდა.

ინციდენტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მომხდარი საშინელ კატასტროფად შეაფასა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close