ვიდეოnewsსაზოგადოება

ელიზაბეთ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი დღეს დაკრძალეს (ვიდეო)

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელიზაბეთ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში დღეს დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიალი კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების დაცვით ჩატარდა და მას მხოლოდ სამეფო ოჯახის 30 წევრი ესწრებოდა.

დაკრძალვის წინ პანაშვიდი კეტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ ჩაატარა. პანაშვიდის დაწყებამდე გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დედოფლის მეუღლის ხსოვნას.

პრინცი ფილიპი 9 აპრილს გარდაიცვალა 99 წლის ასაკში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close