მსახიობ კახა აბუაშვილის (კაბუ) დედის, ცირა აბუაშვილის თქმით, მისი შვილი საფრანგეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა და სექტემბერში ჩამოსვლას გეგმავდა.
როგორც ქალბატონმა ცირა აბუაშვილმა „პალიტრავიდეოს“ განუცხადა, შვილის დაკავების შესახებ დღეს თავადაც ტელევიზიით გაიგო.
„მკურნალობდა და უნდოდა კიდევ გაგრძელება. გაზაფხულისთვის აპირებდა წამოსვლას, მაგრამ გადაწყვიტა მკურნალობა დაესრულებინა და სექტემბრისთვის დაგეგმა ჩამოსვლა. …მე არ ვიცი, მეგობრები და ამხანაგები ყველას ყველანაირი ჰყავს. ისინი სხვანაირად დაუდგნენ გვერდით, ჯანმრთელობის პრობლემების საკითხში დაუდგნენ გვერდით და ალბათ, რადგან მათთან იყო, იმიტომ მიაყოლეს. ახლახან მითხრა, ალბათ სექტემბრისთვის ჩამოვალო, ბავშვებსაც ჰპირდებოდა“, – განაცხადა კაბუს დედამ.
მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით არის დაკავებული. აღნიშნული ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიფინგზე გაავრცელა.
კომენტარები