რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალია

ნეაპოლში ეძებენ კაცს, რომელმაც მაღაზიაში 50 000 ევროს ღირებულების ბრილიანტები დაკარგა

ნეაპოლში შაბათის შემდეგ ეძებენ კაცს, რომელმაც სუპერმარკეტში 50 000 ევროს ღირებულების ბრილიანტები დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ANSA ავრცელებს.

ტომსიკა, რომელშიც სამი ბრილიანიტი იყო მათი ნამდვილობისა და სისუფთავის დამადასტურებელი სერტიფიკატებით, დამლაგებლებმა იპოვეს და ნაპოვნი  მენეჯერს გადასცეს. შემთხვევა გასულ შაბათს, დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე მოხდა via Marina-ზე.

ბრილიანტების დაკარგვის მომენტი სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა: ჩანაწერში ჩანს, როგორ შედის მამაკაცი სუპერმარკეტში, ხოლო მისი ჯიბიდან გადმოკიდებული ტომსიკა სადაცაა ამოვარდება. შემდეგ მამაკაცი სწრაფად იღებს რამდენიმე პროდუქტს, მიდის სალაროსთან, საფასურს იხდის და ვერც იგებს, ამ დროს როგორ კარგავს ძვირფას ნივთებს. მთლიანობაში მან მაღაზიაში 10 წუთი დაყო. მასში მაღაზიის თანამშრომლებმა რომელიმე მუდმივი კლიენტი ვერ ამოიცნეს, ამიტომ ვინაობის დადგენის იმედი თითქმის არ არსებობს. თავად მამაკაცი დაკარგული ნივთების მოსაკითხად უკან არ დაბრუნებულა.

გამოცემა წერს, რომ სუპერმარკეტის იურისტის თქმით, რომელთანაც ამჟამად ძვირფასეულობა ინახება, მათ უნდოდათ ბრილიანტები ნეაპოლის მუნიციპალიტეტთან არსებული, დაკარგული ნივთების ოფისისთვის გადაეცათ, თუმცა იქიდან უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ ასეთი ძვირფასი ნივთების შესანახი სეიფი არ აქვთ. ამიტომ მედიის საშუალებით გაავრცელეს ინფორმაცია, რათა ბრილიანტების მფლობელს ხმა მიაწვდინონ, თუმცა იდუმალი კლიენტი ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close