საზოგადოებასაქართველო

ზესტაფონელმა მოქანდაკემ ბიძინა ივანიშვილის ბიუსტი შექმნა

ზესტაფონელმა მხატვარმა და მოქანდაკე მიხეილ ლაბაძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიუსტი შექმნა. ფოტოებს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მოქანდაკე Movement-თან საუბრისას ამბობს, რომ ბიუსტი ასწლოვანი წაბლის ხისგან დაამზადა. მისივე განმარტებით, ის ნამუშევრებს „დიდ პიროვნებებზე“ ქმნის, მათ შორის, გაკეთებული აქვს მიხეილ სააკაშვილზე.

„რაღაც დიდი რომ ხდება, გრანდიოზული, დიდი პიროვნება რომ არის ადამიანი, მინდა რომ ეს აღვნიშნო. თუ გინდა საააკაშვილი, ამხელა რევოლუცია ჩაატარა, ამხელა საქმე ჩაატარა – გაჩნდა იდეა და გავაკეთე ეს საქმე. მერე ბატონი ბიძინა… პირადად მე არ მინახავს, 20 მეტრის დაშორებით ვნახე ზესტაფონში, როცა გამოსვლა ჰქონდა. მერე ტელევიზიებიდან აღვიქვი. კარგი ხასიათი აქვს, მომცინარია, იუმორის გრძნობაც კარგი აქვს“, – ამბობს მიხეილ ლაბაძე.

კადრებში ჩანს, რომ მას დახატული ჰყავს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებიც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close