შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, დაბრუნებულ მიგრანტებს გრანტები გადაეცათ
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.
სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 160-მდე მიგრანტი უკვე დააფინანსა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
imedinews.ge
კომენტარები