მედიცინა

შეცვლის თუ არა JOHNSON & JOHNSON-ის ვაქცინა თამაშის წესებს

მხოლოდ ერთი დოზის მიღების შემდეგ იმუნური რეაქცია ისეთივეა, როგორიც Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების ორი დოზის მიღების შემდეგ

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Johnson & Johnson-მა COVID-19-ის წინაღმდეგ მის მიერ შექმნილი ვაქცინის კლინიკური ცდების ადრეული ეტაპების საკმაოდ იმედისმომცემი შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, უახლოეს ხანებში კი საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს.

Johnson-ის ვაქცინა კიდევ ერთი იარაღი იქნება COVID-19-თან საბრძოლველად. რას ამბობს ადრეული შედეგები, რამდენად ეფექტიანი იქნება ის ვირუსის წინააღმდეგ და რით განსხვავდება სხვა ვაქცინებისგან?

კლინიკური ცდების ფინალური, III ფაზის შედეგებს კომპანია უახლოეს ორ კვირაში გამოაქვეყნებს, თუმცა, ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული უფრო წინა ფაზების მონაცემები გარკვეული პროგნოზების გაკეთების საშუალებას უკვე იძლევა. შედეგები უკეთ ასახავს ერთი ან ორი დოზის მიღების შემდეგ განვითარებულ იმუნურ პასუხთა სხვადასხვა ასპექტს, ვიდრე სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემები. ამ ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის მიღების შემდეგ იმუნური რეაქცია ისეთივეა, როგორიც Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების ორი დოზის მიღების შემდეგ, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ანტისხეულთა დოზის გაზომვისთვის სხვადასხვა მეთოდები გამოიყენეს და, შესაბამისად, პირდაპირი შედარება არამართებულია.

კიდევ უფრო კარგი ამბავი კი ის არის, რომ ანტისხეულებით პასუხი უწყვეტად ძლიერი დარჩა და პირველი დოზის მიღებიდან 71 დღის შემდეგ გაუმჯობესდა კიდეც; ამავე დროს, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში ეფექტები თითქმის იგივე იყო, რაც ახალგაზრდებში. ამ ყველაფრიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ის ვაქცინამ ცდების მესამე ფაზაში პირველ და მეორე დოზებს შორის 90-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის მესამე ფაზის შედეგებშიც ძალიან მაღალ ეფექტიანობას ვნახავთ.

რა პრინციპით მოქმედებს Johnson & Johnson-ის ვაქცინა?

არის თუ არა ერთი დოზა მართლაც საკმარისი?

არსებობს თუ არა რაიმე მოსაზრება იმის შესახებ, როგორ იმოქმდებს Johnson & Johnson-ის ვაქცინა ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში გამოჩენილი უფრო გადამდები შტამების წინააღმდეგ?

თუ გაინტერესებთ პასუხები ამ კითხვებზე, გააგრძელეთ კითხვა აქ: 1tv.ge/news/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close