კრიმინალისაქართველო

ყოფილმა პოლიციელმა კასპში ორი მძევალი აიყვანა – ვინ არის თავდამსხმელი (ვიდეო)

კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე თავდამსხმელი შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი ადამიანი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიცია დაკავებულ გ.მ.-სთან აქტიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა, რის შედეგადაც მძევლები უვნებლად გათავისუფლდნენ, თავდამსხმელი კი დააკავეს.

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ვლადიმერ ბორცვაძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მძი­მე ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი მოთხოვნა იყო, სამართალდამცველებს მიეყვანათ მანქანა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთში გადასვლას აპირებდა.

რო­გორც მედიამ გაარკვია, ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც კას­პში მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა, 27 წლის გიორგი მენაბდიშვილია. „ტვ პირ­ვე­ლი“ და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დას ესა­უბ­რა. იგი ამ­ტკი­ცებს, რომ მის შვილს პრობ­ლე­მე­ბი ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან ჰქონ­და, რო­მე­ლიც მე­ნაბ­დიშ­ვილს მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი ქვის სა­ამ­ქროს ერთ-ერთი მე­წი­ლეც იყო და და­ახ­ლო­ე­ბით 10-პრო­ცენ­ტი­ან წილს ფლობ­და. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის დედა ამ­ბობს, მის შვილს და­ნარ­ჩე­ნი მეწილეები ეუბნებოდნენ, რომ ბიზნესიდან გასულიყო.

დაკავებულმა მძევლების აყვანამდე კი პოლიციას მიმართა განცხადებით, რომელშიც დახმარებას ითხოვდა. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ამ საქმეზე გამოძიება სწორედ დაკავებულის განცხადების მიღების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს, მეტ დეტალს კი იგი, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ამ დროისთვის არ ასაჯაროებს.

გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს პირადი პატაკის საფუძველზე დატოვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close