fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში, მოხუცთა თავშესაფარში 5 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, მხუთავი გაზით მოწამვლის შედეგად

მძიმე მდგომარეობაში მყოფი კიდევ 7 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული

იტალიის დედაქალაქ რომთან ახლოს, ქალაქ ლანუვიოში მდებარე მოხუცთა თავშესაფარ Villa dei Diamanti-ში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. სავარაუდო მიზეზი მხუთავი გაზით მოწამვლაა, – ამის შესახებ Ansa წერს.

ნახშირჟანგით (CO) მოწამვლის ნიშნებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი კიდევ შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებიც.

განგაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა ატეხა, რომელმაც, დილით სამსახურში მისულმა, 12 ადამიანი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა (ორი სამედიცინო მუშაკი და 10 კი – ხანდაზმულთა სახლის ბინადარი).

ამავე თავშესაფარში თანამშრომელს 13 იანვარს კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც ადგილზე ტესტირებები ჩატარდა და, 16 იანვარს მიღებული პასუხების თანახმად, ინფიცირება კიდეც 3 თანამშრომელს და 9 ხანდაზმულს დაუდასტურდა.

მოხუცთა სახლში მეხანძრე-მაშველები სპეციალური მოწყობილობით მავნე ნივთიერებების არსებობის კვალს ეებენ. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს მომხდარის გამო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close