მედიცინამსოფლიო

ნორვეგიაში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი დაიღუპა

ყველა გარდაცვლილი 80 წელზე მეტის იყო

ნორვეგიაში, სადაც Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით მოსახლეობის ვაქცინაცია დაახლოებით 20 დღის წინათ დაიწყო, აცრის შემდეგ, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნორვეგიის წამლის სააგენტოს პრესსამსახური იტყობინება

ინფორმაციაში ნთქვამია, რომ ვაქცინაციასთან ასოცირებული 23 სასიკვდილო შედეგის შემდეგ 13 შემთხვევას სპეციალისტები იკვლევენ.

ყველა გარდაცვლილი 80 წელზე მეტი ასაკის იყო, რამდენიმე – 85 წელზე მეტის. ყველა მათგანს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

როგორც ნორვეგიის წამლის სააგენტოს მთვარი ექიმი სიგურდ ჰორტემუ აცხადებს, უკვე მიღებული პასუხებით შეუძლია დაადასტუროს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის თანმხლები ზოგადი გვერდითი მოვლენები, კერძოდ, მომატებული ტემპერატურა და გულისრევა, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ზოგიერთი ხანდაზმული პაციენტის სიკვდილით დასრულდეს.

სააგენტოს წარმომადგენელმა სტეინარ მადსენმა ნორვეგიის სამაუწყებლო კორპორაციას (NRK) აცნობა, რომ სიკვდილის ყველა შემთხვევა 80 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში დაფიქსირდა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებდათ.

მისი თქმით, „ეს შემთხვევები განსაკუთრებულ შეშფოთებას არ იწვევს. სრულიად აშკარაა, რომ ვაქცინას აქვს რისკის ძალიან უმნიშვნელო ფაქტორი, მცირე გამონაკლისის გარდა, როდესაც საუბარი ეხება ხანდაზმულ ადამიანებს სუსტი ჯანმრთელობით“.

Pfizer-ი და BioNTech-ი ნორვეგიის წამლის სააგენტოსთან ერთად Covid-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხანდაზმული ადამიანების სიკვდილის შემთხვევებს სწავლობენ. ამის შესახებ, ბლუმბერგის ინფორმაციით, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა. „ფაიზერის“ ცნობით, ნორვეგიულმა მაკონტროლებელმა სააგენტომ დაადგინა, რომ „გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა ჯერჯერობით შეშფოთებას არ იწვევს და პროგნოზებს შეესაბამება“.

ევროკომისიამ ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ ერთობლივად შემუშავებული ვაქცინა კოვიდის საწინააღმდეგოდ გასული წლის 21 დეკემბერს დაამტკიცა წევრ ქვეყნებში გამოყენებისათვის. 6 დღის შემდეგ ევროკვშირში ამ ვაქცინით მოსახლეობის აცრის მასობრივი კამპანია დაიწყო.

3 დღის წინ ნორვეგიის სამეფო კარმა გაავრცელა განცხადება, რომ ნორვეგიის მეფე ჰერალდ V-მ და დედოფალმა სონიამ კოვიდის საწინააღდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს. განცხადების თანახმად, ისინი „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზას 3 კვირის შემდეგ მიიღებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close