კინო/ფილმები

ჩვენი საახალწლო განწყობის 45-წლიანი „თანამგზავრები“ – როგორ გამოიყურებიან ახლა „ბედის ირონიის“ მსახიობები (ფოტოები)

წელს რეჟისორ ელდარ რიაზანოვის საკულტო საახალწლო ფილმის, „ბედის ირონია ანუ გაამოთ“, გამოსვლიდან 45 წელი შესრულდა. ამ დროის განმავლობაში ფილმის პერსონაჟები „გაგვიშინაურდნენ“ და ჩვენს საახალწლო განწყობაზე „ზრუნავენ“.

ეს ნოსტალგიურ-სენტიმენტალური კომედია მიქაელ ტარივერდიევის დაუვიწყარი მუსიკით და შესანიშნავი მსახიობებით ყოველ წელს გვაბრუნებს მშენებლების ქუჩა №3-ის 25-ე სახლში, ბინა №12-ში. 

ნახეთ, როგორ ცხოვრობენ და გამოიყურებიან ახლა „ბედის ირონის“ მსახიობები.

 ანდრეი მიაგკოვი

ფილმის რეჟისორი არასდროს მალავდა, რომ ანდრეი მიაგკოვი, რომელიც ტრავმატოლოგ ჟენია ლუკაშინის როლს ასრულებს, მისი რჩეული იყო. ის ცნობილი რეჟისორის თითქმის ყველა ცნობილ ფილმში მონაწილეობს.

პოპულარულ მსახიობს არასდროს აკლდა შემოთავაზებები, მაგრამ ეკრანიდან გაქრა. ინტერვიუებში ანდრეი მიაგკოვს არაერთხელ უთქვამს, რომ თანამედროვე კინო უსულო და უგულო გახდა და ასეთი როლები მას არ აინტერესებს. ახლა მსახიობი 82 წლისაა. იგი წიგნებს წერს, განსაკუთრებით დეტექტიური ჟანრი იტაცებს.

ბარბარა ბრილსკა

იგი პოლონეთის თეატრისა და კინოს მსახიობია. ბარბარა აღიარებდა, რომ სწორედ ნადენკას როლის შესრულების შემდეგ გახდა პოპულარული. იმ ეპოქის ქალების უმრავლესობა ბარბარას ბაძავდა. კომედიის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მოდური გახდა „ნადენკას სტილი“ – თმის ვარცხნილობა, ქუდი, ღია ყავისფერი კაბა.

2007 წელს მსახიობი გადაიღეს „ბედის ირონიის“ გაგრძელებაში, რა თქმა უნდა, უკვე ასაკოვანი ნადენკას როლში. დღეს მსახიობი 79  წლისაა. 1993 წელს მსახიობის ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა – ქალიშვილი ავტოავარიაში დაეღუპა. მსახიობის ვაჟი, ლუდვიგი ახლა 38 წლისაა.

იური იაკოვლევი

იური იაკოვლევი და ფილმის რეჟისორი ელდარ რიაზანოვი კარგი მეგობრები იყვნენ. იპოლიტის როლი მსახიობისთვის „ვარსკვლავური“ აღმოჩნდა. პრემიერის შემდეგ მის გარშემო მუდმივი აჟიოტაჟი იყო – მას გამვლელები ცნობდნენ, სახელი იპოლიტი „მიეკერა“ და მხოლოდ ასე ეძახდნენ, ავტოგრაფს სთხოვდნენ, ქალები ეთაყვანებოდნენ…

იგი 2000-იანი წლებიდან ფილმებში ვეღარ მონაწილეობდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მხოლოდ თეატრის სცენაზე თამაშობდა, მაგრამ „ბედის ირონიის“ გაგრძელებაში როლის შემოთავაზებას სიხარულით დასთანხმდა. სამწუხაროდ, ეს როლი მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. 

2013 წლის 30 ნოემბერს იური იაკოვლევი გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ, ამავე დღეს გარდაიცვალა მისი მეგობარი და ფილმის რეჟისორი ელდარ რიაზანოვი.

ოლგა ნაუმენკო

ჟენია ლუკაშინის საცოლის როლი ოლგა ნაუმენკომ შეასრულა. სამწუხაროდ, შემდგომი როლები მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მსახიობი მალე ჩამოშორდა ეკრანს და გათხოვდა. მან თითქოსდა თავისი მეორე მოწოდება იპოვა ოჯახში, მაგრამ მალე ტრაგედია დაატყდა თავს – მისი პირველი შვილი თირკმლის კიბოთი გარდაიცვალა. 40 წლის ასაკში ოლგა კვლავ გახდა დედა. მას ორი ქალიშვილი ჰყავს. ახლა მსახიობი 71 წლისაა. მას იშვიათად, მაგრამ მაინც იღებენ ფილმებში. ოლგა ნაუმენკომ ბოლო როლი ითამაშა ფილმში „ლუდმილა გურჩენკო“.

ლია ახეჯაკოვა

ეს მსახიობი მაყურებელს გამორჩეულად უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ლია ახეჯაკოვას, ძირითადად, მეორეხარისხოვან როლებს სთავაზობდნენ, მან თავისი ტალანტის და სამსახიობო ოსტატობის წყალობით დაუვიწყარი ეკრანული სახეები შექმნა. ფილმები მისი მონაწილეობით ყოველთვის პოპულარული იყო. ფილმში „ბედის ირონია“ ლია ახეჯაკოვა ნადიას მეგობრის, ტანიას როლს ასრულებს.

მსახიობი სამჯერ დაქორწინდა. მესამე ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი აღმოჩნდა. დღეს ლია ახეჯაკოვა 82 წლისაა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close