საზოგადოებასაქართველო

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ნაძვის ხე აინთო (ფოტო/ვიდეო)

„ბავშვების კისკისი, ჟრიამული - ზუსტად ეს არის ის, რისიც ეშინია კოვიდ-19-ს“

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო.

თბილისის მერმა მოქალაქეებს, განსაკუთრებით პატარებს ბოდიში მოუხადა, რომ მათი უმეტესობა, პანდემიის გამო, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას ვერ დაესწრო.

კახა კალაძემ მოქალაქეებს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა.

„ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სოლიდარობით. პირველად ცხოვრებაში, და იმედი მაქვს ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ – ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს – იცოდეს, რომ არ გვეშინია, არასდროს დავნებდებით!

ეს საახალწლო განათებები, ეს ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, არშეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო. ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს გვაქვს ქვეყანაში. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, ზუსტად ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და კოვიდ-19-ს. სიცოცხლე გრძელდება მეგობრებო, სიცოცხლე მშვენიერია. ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს. მოდი, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იმედით, რწმენით, რომ 2021 წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი“, – მიმართა თანამოქალაქეებს კახა კალაძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close