fbpx
იტალიასაზოგადოება

მილანში მიწისძვრა მოხდა – ყველაზე ძლიერი ბოლო 500 წლის განმავლობაში

Ingv-ს მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები მოსახლეობამ ნაშუადღევის 5 საათზე იგრძნო, სიმძლავრე - 3,8-4,3 ბალი

მილანის პროვინციაში დღეს, 17 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 16:59 სთ-ზე (თბილისის დროით 19:59 სთ) რიხტერის სკალით 3,8-იდან 4,3-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა . მიწისძვრის  კერა ტრეცანო სულ ნავილიოდან (Trezzano sul Naviglio) 1 კმ-ში იყო.

ამის შესახებ გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი ტვიტერში აქვეყნებს ინფორმაციას. მიწისძვრის ფოკალური სიღრმე 8 კმ-ს შეადგენდა.

Trezzano sul Naviglio – პატარა ქალაქი, დაახლოებით 20 ათასი მცხოვრებით, მილანიდან სამხრეთ-დასავლეთით, 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

მიწისქვეშა ბიძგები ლომბარდიის დედაქალაქის სახლების დაბალ სართულებზეც იგრძნეს.

სამაშველო სამსახურების ცნობით, მიწისძვრას არანაირი ნგრევა არ მოჰყოლია და დახმარების თხოვნით მათთვის არავის მიუმართავს.

მილანში დღეს მომხდარი მიწისძვრა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელმა ლუჩია ლუძიმ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელზე ძლიერი, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მილანის რაიონში 1396 წლის 25 ნოემბერს მოხდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close