რუსთავში კორონავირუსისგან დები გარდაიცვალნენ
რუსთავში კორონავირუსით 61 და 63 წლის დები, ნაილი და ნანა იაშაგაშვილები გარდაიცვალნენ.
დები მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდნენ.
როგორც კლინიკის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ „ინფო რუსთავს“ განუცხადა, რუსთაველი დები კოვიდ-19-ით ერთმანეთისგან დაინფიცირდნენ. ნაილი და ნანა იაშაგაშვილები სამედიცინო დაწესებულებაში ნოემბერში ერთსა და იმავე დღეს, ერთი – დილის, მეორე კი საღამოს საათებში შეიყვანეს.
მისივე თქმით, კლინიკაში ჯერ ნანა იაშაგაშვილი, 2 დღის შემდეგ კი ნაილი იაშაგაშვილი გარდაიცვალა.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი დების განსაკუთრებით მძიმე თანმხლებ დაავადებებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ კორონავირუსმა იაშაგაშვილებში სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გართულდა და პაციენტების გადარჩენა შეუძლებელი გახდა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული ერთ-ერთი დის მეუღლე.
ნაილი იაშაგაშვილი რუსთავის თეატრის ტექნიკური რეჟისორი იყო, მისი და – ნანა იაშაგაშვილი კი – დიასახლისი.
კომენტარები