მსოფლიო

უქმეებზე ნამდვილი სანახაობა გელოდებათ – ღამის ცას 100-ზე მეტი ფერადი ვარსკვლავი გაანათებს

უქმეებზე ღამის ცას 100-ზე მეტი ფერადი ვარსკვლავი გაანათებს. ვარსკვლავებიანი ცის სანახავად საუკეთესო დრო 13 დეკემბრის საღამოდანაა.

როგორც ერთ-ერთი უცხოური გამოცემა წერს, ზოგადად, ვარსკვლავებიანი ცის ნახვა 17 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

ვარსკვლავები ყვითელ, ცისფერ, მწვანე და წითელ ფერებში გაბრწყინდებიან და საათში 78 000 მილი სიჩქარით იმოძრავებენ. მათგან ყველაზე კაშკაშები ყველაზე ნათელ კვალს დატოვებენ.

„ნასა“ ყველას ურჩევს, რომ ღრუბლიან ამინდშიც არ ჩაიქნიონ ხელი და მეტეორების დანახვა მაინც სცადონ, ამისთვის კი საუკეთესო დრო ღამის 2 საათია.

„ადევნეთ თვალი თავისუფლად, ნუ დააკვირდებით რომელიმე კონკრეტულ ადგილს. მოდუნდით, გაიხედეთ სივრცეში და უფრო მეტი მეტეორის დანახვას შეძლებთ“, – ამბობენ „ნასაში“.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close