ეკონომიკასაქართველო

200-ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილთათვის 6 თვის განმავლობაში ისევ გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ ახალი შეზღუდვების გამოცხადების შემდეგ, განაცხადა, რომ დასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის კრიზისის გამო სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ (მთლიანობაში – 1200 ლარს). 

„ეს პროგრამა 1-ლი იანვრიდან დაიწყება თავიდან და გაგრძელდება დამატებით 6 თვის განმავლობაში, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს და მიიღებს ყოველთვიურად 200 ლარს. წინა ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტალღაზეც დაახლოებით იგივე ციფრი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე ინფორმაციით თვითდასაქმებულები, დაწესებული შეზღუდვების გათვალიწინებით, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ და მათ სახელმწიფო საბანკო ვალდებულებების გადავადებაში დაეხმარება.

მთავრობამ უკვე დაიწყო პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) კომუნალური გადასახადების  ანაზღაურება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არაუმეტეს 200 კვტ ელექტროენერგიას, ასევე, არაუმეტეს 200 კუბურ მეტრ გაზს მოიხმარენ. ამასთან, ელექტროენერგიის გადასახადის ანაზღაურებასთან ერთად მოხდება წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურებაც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close