fbpx
მსოფლიოსპორტი

რა დაიბარა მარადონამ და რატომ უწოდებს მისი ადვოკატი ლეგენდის გარდაცვალებას „იდიოტურ დანაშაულს“ (ვიდეო)

სოციალურ ქსელში, Bolavip-ის ფეისქბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ნაწყვეტია 2005 წლის არგენტინული სატელევიზიო პროგრამიდან La noche del 10 – ამ ვიდეოში ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა ინტერვიუს საკუთარ თავს ართმევს, კითხვას სვამს და შემდეგ პასუხობს.

ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: „რას იტყვით თქვენს დაკრძალვაზე?“ მარადონას გარდაცვალების შემდეგ ძველი ვიდეო ვირუსივით გავრცელდა.

მადლობას, რომ ფეხბურთს ვთამაშობდი – სპორტის სახეობას, რომელმაც სიხარული და თავისუფლება მომანიჭა. ეს იმას ჰგავს, ცა ხელში რომ გეჭიროს. და მადლობა ბურთს. ასე რომ, საფლავის ქვაზე დაწერეთ – მადლობა ბურთს“, – უპასუხა მარადონამ კითხვაზე.

ადვოკატი მატიას მორლა, რომელიც დიეგო მარადონას ინტერესებს წარმოადგენს, აპირებს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის სიკვდილის გარემოებები გამოიძიოს.

მისი სიტყვებით, გაუგებარია ის, რომ 12 საათის განმავლობაში დიეგო მოკლებული იყო ყოველგვარ ყურადღებას ან კონტროლს სამედიცინო პერსონალის მხრიდან. სასწრაფო დახმარების მანქანა ნახევარი საათი მიდიოდა დანიშნულების ადგილამდე. „ეს იდიოტური დანაშაულია. ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი და მოვითხოვ ის ბოლომდე იყოს გამოძიებული“.

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ლეგენდარულ დიეგო მარადონასთან გამოთხოვება მიმდინარეობს.

ათასობით გულშემატკივარმა, რომელიც ცერემონიაზე მივიდა, გიგანტური რიგი შექმნა და ზოგიერთ ადგილას დაიწყო შეტაკებები პოლიციასთან. დამწუხრებულმა ფანებმა სიმჭიდროვისგან ბარიერები გაარღვიეს და ამის შემდეგ გამოიყენა პოლიციამ ძალა.

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მომზადებულია 1tv.ge-ის მასალების მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close