მსოფლიოკრიმინალი

ფრანგი მასწავლებლისთვის თავის მოკვეთის საქმეზე ბრალი მის 4 მოსწავლეს წაუყენეს

პარიზის გარეუბანში სკოლის მასწავლებლის, სამუელ პატისთვის თავის მოკვეთის საქმეზე ბრალი მის 4 მოსწავლეს წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სამ მოზარდს ბრალი მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი თავდამსხმელს მასწავლებლის იდენტიფიცირებაში დაეხმარნენ და ამის სანაცვლოდ რამდენიმე ასეული ევრო მიიღეს.

კიდევ ერთ მოსწავლეს ბრალი გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ედება. მოზარდმა, ისევე როგორც მისმა მამამ, რომელსაც ამავე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, პოლიციას განუცხადა, რომ მასწავლებლის მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, მუჰამედ წინასწარმეტყველზე კარიკატურის ჩვენებამდე მასწავლებელმა მუსლიმ მოსწავლეებს აუდიტორიიდან გასვლა სთხოვა.

შესაბამისად, ამჟამად სამუელ პატის მკვლელობის საქმეზე 14 ადამიანია ბრალდებული.

პარიზის გარეუბანში მასწავლებელს თავი 16 ოქტომბერს მოკვეთეს. ემანუელ მაკრონმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში აღმოაჩინა. მამაკაცი პოლიციელებს ცივი იარაღით დაემუქრა, რის შემდეგაც პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 2002 წელს დაბადებული თავდამსხმელი, ჩეჩნური წარმოშობის აბდულაჰ ანზოროვი მოსკოვში იყო დაბადებული.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close