ბრიტანული გამოცემის რეიტინგით, ქართული პირბადე მსოფლიოს 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის პირველია
საბავშვო ტანსაცმლის ქართული მწარმოებლი SPILOW, რომელმაც პანდემიის პერიოდში პირბადეების კერვა დაიწყო, ბრიტანული გამოცემა THE SUN-ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
სტატიაში „პირბადის 5 საუკეთესო დიზაინერი Emilio Pucci-დან Dolce & Gabbana-მდე“ წერია, რომ „100%-ით ბამბისგან დამზადებული რეტრო სტილის პირბადე Emilio Pucci-ს ხაზს მიჰყვება“.
თავად SPILOW ამ აღიარებას სოციალურ გვერდზე გამოეხმაურა:
„დღეს დავიჯერეთ, რომ სასწაულები ხდება!!
ბრიტანულმა გამოცემამ The Sun „სპილოუს“ პირბადეები 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის დაასახელა და ასე აღმოვჩნდით Dolce &Gabbana-ს და LANVIN- ის გვერდით.
Miracles happen!! Spilow face masks among five best designer face masks!!!
💫დღეს დავიჯერეთ, რომ სასწაულები ხდება!!
ბრიტანულმა გამოცემამ The Sun სპილოუს პირბადეები 5 საუკეთესო დიზაინერულ…
კომენტარები