newsარტისტი

გარდაიცვალა არმენ ჯიგარხანიანი

14 ნოემბერს, ღამით გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი. იგი 85 წლის იყო (3 ოქტომბერს აღინიშნა მისი იუბილე). ამის შესახებ ჯიგარხანიანის სახელობის თეატრის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია.

ბოლო დროს მსახიობი თავს ცუდად გრძნობდა, ამის გამო ინტერვიუს არ აძლევდა მედიას და არ ჩნდებოდა საჯაროდ. 85 წლის იუბილეზეც თავისი სახელობის თეატრში ეტლით მიიყვანეს.

ხანგრძლივი კარიერის მანძილზე არმენ ჯიგარხანიანს შესრულებული აქვს 250-მდე დასამახსოვრებელი როლი თეატრსა და კინოში, რომლებითაც იგი მაყურებელმა შეიყვარა.

არმენ ჯიგარხანიანი ერევანში დაიბადა 1935 წლის 3 ოქტომბერს. მან  ერევნის სამხატვრო-თეატრალური ინსტიტუტი 1958 წელს დაამთავრა.

1955-1967 წლებში იგი სტანისლავსკის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობი იყო, ერევანში.

1967 წელს ანტოლი ეფროსმა იგი მოსკოვის ლენკომში მიიწვია, 1969 წლიდან კი მუშაობას იწყებს მაიაკოვსკის სახელობის დრამატულ თეატრში.

არმენ ჯიგარხანიანის კინოდებიუტი იყო აკოფის როლი ფილმში „ჩამოქცევა“ (1960 წ.), საყოველთაო აღიარება კი ფილმში „გამარჯობა, ეს მე ვარ!“ (1965 წ.) განსახიერებულმა ახალგაზრდა ფიზიკოსის არტიომ მანველიანის როლმა მოუტანა. ამას მოჰყვა სხვა ნამუშევრები, რომელთაგან გამორჩეულია შტაბსკაპიტანი ოვეჩკინი „მოუხელთებლების ახალ თავგადასავლებში“ (1968 წ.); უარყოფითი გმირებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ბანდის „შავი კატა“ კუზიანი მეთაური კარპი ფილმში შეხვედრის ადგილის შეცვლა შეუძლებელია“ (5-სერიანი სატელევიზიო ფილმი, 1979 წ.). ქართველი მაყურებლებისთვის იგი ასევე ცნობილია პროფესიონალი მკვლელის – მაქს რიშარის როლით ფილმიდან „თეირანი 43“ (1980 წ.)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close