საზოგადოებასაქართველო

ამირან გამყრელიძე – ახალი პროტოკოლით, კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალი პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა.

ამასთან, გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი თავყრილობისგან თავი შეიკავონ.

„ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72-საათიანი ვადა ეძლევა. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები – იქნება ეს სასიხარულო, თუ დაკავშირებული იგივე გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც ტრადიციული გვაქვს. ამიტომ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ყოველმხრივ დიდი თავშეყრებისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close