fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალია: დააჯარიმეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ქუჩაში ტელეფონის ზარს პირბადეჩამოწეულმა უპასუხა

ადამიანს, რომელიც ქუჩაში მიდის და მობილურ ტელეფონზე ურეკავენ, შეუძლია თუ არა პირბადე ჩამოიწიოს და ისე უპასუხოს?

ტურინში დღისით ნახევრად ცარიელ მოედანზე ახალგაზრდა კურიერი დააჯარიმეს ტელეფონზე საუბრის გამო. ამის შესახებ ilgiornale.it წერს. ახალგაზრდა კაცმა თავისი სკუტერი ნახევრად ცარიელ მოედანზე დააყენა, მუზარადი მოიხსნა და, ჩამოწეული პირბადით, საქმიან ზარს უპასუხა. მოულოდნელად მასთან გაჩნდა მუნიციპალური პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებიც იმ დროს მოედანზე პატრულირებდნენ. მათ 33 წლის ანდრეა დოლიანის (Andrea Dogliani)  400 ევრო ჯარიმა გამოუწერეს. მათი თქმით, ახალგაზრდამ კანონი დაარღვია, რადგან როდესაც სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოვიდა, სანამ ზარს უპასუხებდა, პირბადე სათანადოდ უნდა გაეკეთებინა.

თავად ანდრეა ამბობს, რომ მოედანი თითქმის ცარიელი იყო, გარშემო არავინ ჩანდა, მისი თქმით, პოლიციელებს უჩვენა პირბადეები, რომლებიც ყოველთვის თან აქვს, მაგრამ არაფერმა გაჭრა.

შემთხვევამ იტალიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

იყო თუ არა პოლიციელთა ქმედება კანონიერი? – ამას სასამართლო დაადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თუ ახალგაზრდა კაცი ჯარიმას 5 დღეში გადაიხდიდა, მას მხოლოდ 280 ევროს გადახდა მოუწევდა, ანდრეამ ქვითარს ხელი არ მოაწერა და გადაწყვიტა, ჯარიმა გაასაჩივროს, რადგან მიაჩნია, რომ წესი არ დაურღვევია და დანაშაული არ ჩაუდენია.

კონტეს ბოლო დეკრეტში, რომელიც კოვიდ-19-ის გავრცელების შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით გამოიცა, წერია, რომ  იტალიაში პირბადის გამოყენება სავალდებულოა ყველაგან, ღია და დახურულ სივრცეებში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გარდა. რაც შეეხება ღია სივრცეს, იქ პირბადის ტარება არ არის აუცილებელი, თუ ისეთ ადგილზე იმყოფებით, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვა სხვა ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც თქვენს საცხოვრებელ მისამართზე არ ცხოვრობენ. აგრეთვე, პირბადე გარეთ, ჰაერზე არ არის აუცილებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტული აქტივობით არიან დაკავებულები (სეირნობა სპორტით დაკავებად არ ითვლება). აგრეთვე, პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლებულები არიან 6 წლამდე ასაკის ბავშვები და ადამიანები, რომლებსაც ნიღბის ტარება არ შეუძლიათ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close