საზოგადოებასაქართველო

მინდია უგრეხელიძე „ნაცმოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილების ინიციატივით გამოდის (ვიდეო)

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ბოლომდე ერთგული იქნებიან თავისი პოზიციისა და არაფერს დათმობენ, გამოსავალი მაინც არსებობს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სამართალმცოდნემ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველმა ქართველმა მოსამართლემ, მინდია უგრეხელიძემ განაცხადა.

„ეს დაახლოებით 40 მანდატი გამოდის. მეორე მხრივ, წარმოვიდგინოთ ყველა დანარჩენი პარტია, ვინც გადალახა ეს ბარიერი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ რამდენი მიიღო. ის ორმოცი მანდატი რომ პროპორციულად გადავანაწილოთ ამათზე, ბარიერგადალახულ პარტიებზე, იცით რა საინტერესო პარლამენტი გამოდის?!“ – აღნიშნა უგრეხელიძემ.

მისი თქმით, ეს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. „ამას არ სჭირდება კონსტიტუციის შეცვლა, მაგრამ საარჩევნო კანონის შეცვლა, რა თქმა უნდა, დასჭირდება, რასაც რა თქმა უნდა, განახორციელებს უფლებამოსილი, სათანადო კომპეტენციის პარლამენტი“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.

მისი თქმით, ეს თუ მოხდება, ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს იდეალური პარლამენტი. „ეს იქნება ექვსპარტიული პლურალისტური პარლამენტი. სადაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, იქ ისე გამოდის, რომ ზოგი 12 მანდატს იღებს, ზოგი 6-ს, ზოგი 4-ს, არაჩვეულებრივად საინტერესო მრავალპარტიული პარლამენტი გამოდის. ეს არაა შემთხვევითი პარტიები, მათ აქვთ გამოცდილებაც და ძალაც“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.

უგრეხელიძის განცხადებით, ეს ინიციატივა ეხება „პატრიოტთა ალიანსს“, ალეკო ელისაშვილის პარტიას და შალვა ნათელაშვილს. მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა დაიხსნან „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close