fbpx
საქართველოსპორტი

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს

ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ილია სულამანიძე (-100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა დღეს იასპარეზა და ყველა შეხვედრა იპონით მოიგო. მან ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

დღეს საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი საბა ინანეიშვილმა (+100) მოუტანა. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელ ძიუდოისტს რამდენიმე წამში სძლია.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მიხეილ ბექაურსაც (90კგ), რომელმაც, სამწუხაროდ, მესამე ადგილისთვის ბრძოლა რუს სპორტსმენთან წააგო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს, 4 ნოემბერს ლუკა კაპანაძემ (66 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატზე ჯამში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

სამწუხაროდ, ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ შეძლო გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რადგან წასვლამდე ჩატარებული სავალდებულო ტესტირების შედეგად ნაკრების 5-ივე წევრს და მათ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close