fbpx
ჯანმრთელობასაქართველო

რამდენ ხანს არის სავალდებულო თვითიზოლაცია – საქართველოს მთავრობის რჩევები

საქართველოს მთავრობა, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების ფონზე, მოქალაქეებისთვის სავალდებულო იზოლაციის/თვითიზოლაციის დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

თვითიზოლაციის ხანგრძლივობა უნდა იყოს:

„თუ თქვენ დაგიდასტურდათ კორონავირუსი და გაქვთ სიმპტომები (სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იზოლაცია საჭიროა ტესტის პასუხის მიღებამდეც) – სულ მცირე 10, + 3 უსიმპტომო დღე

თუ თქვენ დაგიდასტურდათ კორონავირუსი და არ გაქვთ სიმპტომები – 10 დღე

თუ გქონდათ კონტაქტი კოვიდდადასტურებულ პირთან – 12 დღე

თუ თქვენ დაბრუნდით უცხოეთიდან – 8 დღე

თვითიზოლაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გაცემს მკურნალი ექიმი, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული (დღეს დილის მონაცემებით, შემთხვევების რაოდენობა 24 საათში კიდევ 1775-ით გაიზარდა), აქედან გამოჯანმრთელდა 37 019 ადამიანი (+3560). ერთ დღეში კოვიდ-19-ით კიდევ 22 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვალების საერთო მაჩვენებელმა 423-ს მიაღწია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close