საზოგადოებასაქართველო
კორონავირუსით გარდაცვლილ 30 წლამდე ახალგაზრდას ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა
ექიმების თქმით, მან სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა დააგვიანა
30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 19 ოქტომბერს გარდაიცვალა, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჰოსპიტალში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, პაციენტი მათთან 18 ოქტომბერს ნინოწმინდიდან გადმოიყვანეს. მას კლინიკაში შეყვანისთანავე გართულებები აღენიშნებოდა. ამასთან, პაციენტს რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა ცხელება და სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვა დაგვიანებული იყო. ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი ჭარბწონიანი იყო და მას რაიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა.
კომენტარები