კინო/ფილმებიქართველები უცხოეთში

ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ფილმში კარმენის როლში გადაიღეს (ვიდეო)

ბერგენის ნაციონალურმა ოპერამ პეილინგ ფილმთან თანამშრომლობით გადაიღო  ფილმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის „კარმენის“ შესახებ, სადაც მთავარ როლს ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ასრულებს.

ქეთევან ქემოკლიძე წლებია მსოფლიო სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის ბოშა ქალის როლში. ფილმის სცენარი ინსპირირებულია ბიზეს უკვდავი ოპერის სიუჟეტით, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სრული იზოლაციის პერიოდში ვითარდება.

გადაღებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა – ესპანეთი, ნორვეგიაში, ინგლისსა და სხვა. ქეთევან ქემოკლიძე ფილმში არა მარტო ასრულებს კარმენის პარტიას, არამედ იგი ცნობილ ინფლუენსერად გვევლინება, რომელსაც საკუთარი თაყვანისმცემელი განგმირავს. ფილმი ეკრანებზე მალე გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს ქეთევან ქემოკლიძისათვის უკვე მეორე ფილმია, ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის, კარლოს საურას „მე, დონ ჯოვანის“ შემდეგ.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close