პოლიტიკაქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩევლებმა საკონსულო აღრიცხვა 10 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ (ვიდეო)

როგორ დავდგეთ საკონსულო აღრიცხვაზე

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, აუცილებელია, რომ საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდეს. საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა.

საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს შეუძლია ელექტრონულ მისამართზე https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace გადაამოწმოს, იმყოფება თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე.

თუ ამომრჩეველი თავის პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში ვერ აღმოაჩენს, ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართოს.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია სამი გზით:

  • დისტანციურად, ვებგვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, სადაც მოქალაქე ავსებს  შესაბამის ანკეტას ელექტრონულად, საელჩოსა თუ საკონსულოში გამოცხადების გარეშე.
  • საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადებით.
  • საფოსტო გზავნილის მეშვეობით, საელჩოსთვის/საკონსულოსთვის მატერიალური ფორმით დოკუმენტების გაგზავნით.

მათ შორის ყველაზე პრაქტიკული და მარტივია დისტანციურად, www.geoconsul.gov.ge-ზე  ელექტრონული განაცხადის გაკეთება.

გაუთვალისწინებელი პრობლემური სიტუაციების თავიდან არიდების მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა მოქალაქეებმა უნდა გადაამოწმონ აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდის www.geoconsul.gov.ge-ზე  შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე.

უშუალოდ საარჩევნო მიზნებისთვის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა საკმარისი არ არის, რომ მოქალაქე საარჩევნო სიაში მოხვდეს, ამისათვის საჭიროა, იგი რეგისტრირებული იყოს საქართველოში ან საზღვარგარეთ და ჰქონდეს მოქმედი პასპორტი/პირადობის მოწმობა. ასევე, 31 ოქტომბრის საპარლამენტო მიზნებისთვის პასპორტი ან პირადობის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

თუ ადამიანი დაბრუნდება და 6 თვის განმავლობაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ავტომატურად მოიხსნება საკონსულო აღრიცხვიდან. ამას სისტემა ავტომატურ რეჟიმში აკეთებს.

თუ ადამიანი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის დღიდან 5 წლის განმავლობაში არ მიმართავდა რომელიმე საკონსულო სამსახურს, ან არ დაუფიქსირდება საქართველოს საზღვრის კვეთა (შემოსვლა ან გასვლა), მისი მონაცემებს სისტემა ავტომატურად შლის. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია  სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნებს შექმნის არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close