საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში დაინფიცირდა მღვდელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსი არ არსებობს

როგორც ჩანს, ახლა სასულიერო პირმა აზრი შეიცვალა და ამბობს, რომ აუცილებლად დარჩება შიდა იზოლაციაში, რათა თავისი მრევლი და, საერთოდ, საზოგადოება ვირუსისგან დაიცვას.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ტრიკალაში მოღვაწე მოძღვარზე, ალექსიო კანინაზე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ამტკიცებდა, რომ ეკლესიაში, რელიგიური მსახურებების დროს კორონავირუსით დაინფიცირების შანსი არ არსებობდა, თუმცა გაირკვა, რომ მოძღვარს სულ ცოტა ხნის წინ კორონავირუსი თავად დაუდგინდა.

trikalavoice.gr-სთან საუბარში მან განაცხადა, რომ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და გასული ორშაბათის შემდეგ კარანტინში, სახლის პირობებში იმყოფება.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close