საბერძნეთი სამხედრო წვრთნებს იწყებს
საბერძნეთის ხელისუფლებამ სამდღიანი სამხედრო სწავლების დაწყების შესახებ განაცხადა. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის საზღვაო და საჰაერო ძალები და მისი მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება ფლოტისა და ავიაციის შეიარაღებაში არსებული რეალური საბრძოლო არსენალი (ბალისტიკური რაკეტები და სხვა), რაც იშვიათად ხდება.
სამხედრო სწავლება 25 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება კუნძულების – კრეტის, როდოსის და კარფათოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ასევე, კუნძულ კესტელორიზოს სამხრეთით კონტინენტური შელფის საზღვაო სივრცეში. აღნიშნული სივრცე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბოლო დროს საბერძნეთსა და თურქეთს შორის დავის საგანს წარმოადგენს.
სამხედრო სწავლების ჩატარების მიზანია, საბერძნეთმა თურქეთს აჩვენოს თავისი მზადყოფნა, დაიცვას საკუთარი სუვერენული უფლებები.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები