საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი პანდემიის გამო შეზღუდვებს აღარ დააწესებს: რას ამბობს ეპიდემიოლოგი

ბერძენმა ეპიდემიოლოგმა მარიოს ლაზანასმა საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით გამოსვლისას კორონავირუსის პანდემიის შესახებ ისაუბრა. „არ უნდა ველოდოთ, რომ სახელმწიფო შეზღუდვებს დააწესებს, საკუთარ თავს თვითონ უნდა მივხედოთ“, – განაცხადა ლაზანასმა.

სპეციალისტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ზამთარი მძიმე იქნება და საჭიროა მოსახლეობის შესაძლებლისდაგვარად დიდი ნაწილის ვაქცინაცია გრიპის წინააღმდეგ, რათა კორონავირუსითა და გრიპით დაავადებულთა ერთმანეთისგან გარჩევა გაადვილდეს.

ლაზანასის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კორონავირუსისგან დაცვის ინსტრუქციების შესრულებას, კერძოდ კი, ნიღბის ტარებას, რაც ვირუსის გავრცელებას შეზღუდავს.

ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ნიღბები ბავშვებისთვის უსაფრთხოა (როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში პირბადის ტარების რეკომენდაცია გასცა).

შეგახსენებთ, რომ კოვიდ-19-ით დაავადების შემთხვევების რაოდენობა გასული კვირის განმავლობაში საბერძნეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close