გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს
გოგი თოფაძის შვილიშვილის, 22 წლის ლევან თოფაძის დაჭრისთვის საქართველოს ყოფლი პრემიერ-მინსიტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბესარიონ (ბუსა) ჟვანია დააკავეს.
ბიზნესმენის და პარლამენტის ყოფილი წევრის, გოგი თოფაძის თქმით, მისი შვილიშვილი სახლში, მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ სახლში მისთვის უცნობი პირი მივიდა და ერთ-ერთ სტუმარ გოგონას შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. შემთხვევა დილით მოხდა.
„დილის 5:00 საათზე დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ, ჩემთან სახლში მე-4 სართულზე, ჩემი შვილიშვილის სტუმრები იყვნენ, გოგოებიც ჰყავდათ, ბიჭებიც, ქეიფობდნენ, შემოვარდა ის კაცი. მანამდე დაურეკა ერთ-ერთს, ქალს, რომელიც ჩვენთან იყო, რაღაც აინტერესებდა ეტყობა. ეს ადამიანი, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი. დაურეკა ერთ-ერთ სტუმარს, ეს არისო მანდო? კი, ჩვენ ვართო და გამოვარდა, ეზოდან შემოვიდა. ამ პიროვნებას მგონი ჩემი შვილიშვილი შორიდან იცნობდა, მაგრამ იმას სხვა ქალბატონი აინტერესებდა, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი – არ ვიცი, ასე მეუბნებიან მაგის ნაცნობები და მეგობრები“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
დაჭრილი ლევან თოფაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. მას ჭრილობები ფილტვისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის დაჭრის მოტივი უცნობია.
ბრალდებული სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს თბილისში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას სახელი წლების წინ კიდევ ერთ სკანდალს უკავშირდებოდა: გავრცელებული ინფორმაციით, მან პოლიტიკოს გია ბარამიძეს სცემა.
კომენტარები