კრიმინალისაქართველო

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

გოგი თოფაძის შვილიშვილის, 22 წლის ლევან თოფაძის  დაჭრისთვის საქართველოს ყოფლი პრემიერ-მინსიტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვანია დააკავეს. 

ბიზნესმენის და პარლამენტის ყოფილი წევრის, გოგი თოფაძის თქმით, მისი შვილიშვილი სახლში, მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ სახლში მისთვის უცნობი პირი მივიდა და ერთ-ერთ სტუმარ გოგონას შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. შემ­თხვე­ვა დი­ლით მოხ­და.

„დი­ლის 5:00 სა­ათ­ზე დაჭ­რეს, სახ­ლში შე­მო­უ­ვარ­დნენ, ჩემ­თან სახ­ლში მე-4 სარ­თულ­ზე, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ, გო­გო­ე­ბიც ჰყავ­დათ, ბი­ჭე­ბიც, ქე­ი­ფობ­დნენ, შე­მო­ვარ­და ის კაცი. მა­ნამ­დე და­უ­რე­კა ერთ-ერთს, ქალს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან იყო, რა­ღაც აინ­ტე­რე­სებ­და ეტყო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი დაჭ­რა, არ იყო სტუ­მა­რი. და­უ­რე­კა ერთ-ერთ სტუ­მარს, ეს არი­სო მან­დო? კი, ჩვენ ვარ­თო და გა­მო­ვარ­და, ეზო­დან შე­მო­ვი­და. ამ პი­როვ­ნე­ბას მგო­ნი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი შო­რი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ იმას სხვა ქალ­ბა­ტო­ნი აინ­ტე­რე­სებ­და, ამი­ტომ გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი – არ ვიცი, ასე მე­უბ­ნე­ბი­ან მა­გის ნაც­ნო­ბე­ბი და მე­გობ­რე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და გოგი თო­ფა­ძემ.

დაჭრილი ლევან თოფაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. მას  ჭრილობები  ფილტვისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. რო­გორც ადვოკატმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მათ­თვის დაჭ­რის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია.

ბრალდებული სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს თბილისში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვანიას სახელი წლების წინ კიდევ ერთ სკანდალს უკავშირდებოდა: გავრცელებული ინფორმაციით, მან პოლიტიკოს გია ბარამიძეს სცემა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close