fbpx
კრიმინალიქართველები უცხოეთში

ვალენსიაში 3 თვის ორსული ახალგაზრდა ქართველი ქალი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

26 წლის ნაზი მეზვრიშვილი ესპანეთში, ქალაქ ვალენსიის ერთ-ერთ პარკში, ხეზე ჩამომხრჩვალი, მეუღლემ იპოვა. იგი ესპანეთში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ახალგაზრდა ქალი მოხუცის მომვლელად მუშაობდა და ქმართან ერთად იქვე ახლოს ცხოვრობდა. იგი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევიდან იყო, სკოლა თბილისში დაამთავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაზი ესპანეთში 2 წლის წინ წავიდა სამუშაოდ ქმართან ერთად.

ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ „კურიერი“ გარდაცვლილის  ბებიის მონაყოლს ავრცელებს.

ბებია იხსენებს, რომ მის შვილიშვილს სიკვდილამდე ესპანეთში მცხოვრები ქართველი ქალი ემუქრებოდა, რომელიც, მისი ინფორმაციით, გარდაცვლილის სახლში ცხოვრობდა. ქალმა მას ფული მოჰპარა და გოგონას ემუქრებოდა, რომ თუ პოლიციაში იჩივლებდა, შურს იძიებდა.

ბებიის მონაყოლ ვერსიას ახალგაზრდა ქალის დეიდა მანანა იობაშვილი არ იზიარებს.

„ბევრი ეჭვი გამოითქვა, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. ბებიას ვიღაცამ ამბავი გადასცა და ის გაიმეორა. ეგ რომ სიმართლე იყოს, აქამდე მოკიდებდა პოლიცია ხელს. ვალენსიის სამართალდამცავები იძიებენ ამ ამბავს და ალბათ გაარკვევენ. ჯერ დაზუსტებული არაფერი არ არის“, – განაცხადა იობაშვილმა. ინფორმაციას  „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ფაქტის შესახებ ცნობილია და ისინი გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან. ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომლის დასრულების შემდეგ გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს საქართველოში გადმოასვენებენ. სხვა მხრივ, გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close