ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი დაქორწინდა. ამის შესახებ მან Instagram-ის პირად გვერდზე დაწერა. პრემიერის მეუღლე მისი დიდი ხნის პარტნიორი მარკუს რიაკიოინენი გახდა.
„ერთად ბევრი ბედნიერი და სევდიანი დღე გამოვიარეთ და ყოველთვის ერთმანეთს გვერდში ვედექით. ბედნიერი ვარ და განგებას მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ შესაძლებლობა მაქვს ვიყო ადამიანთან, რომელიც მიყვარს“, – დაწერა მარინმა.
ქორწილი პირველ აგვისტოს, ფინეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა. მიღებაზე მხოლოდ წყვილის ახლო ნათესავები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
მარინი და რიაკიოინენი უკვე 16 წელია ერთად არიან. წყვილს 2,5 წლის ქალიშვილი ჰყავს.
34 წლის სანა მარინმა ფინეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დაიკავა. ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია.
imedinews.ge
მსგავს თემაზე: ფინეთის ახალ პრემიერს 4-დღიანი სამუშაო კვირისა და 6-საათიანი სამუშაო დღის დაწესება სურს
12 მინისტრი ქალი და 7 კაცი – მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმა ფინეთის ახალი მთავრობა წარადგინა
კომენტარები