fbpx
კრიმინალისაქართველო

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

„გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს და შემხვდება. გადმოცემით ვიცი, ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეები უნდა იყოს გამოძიებული. უშუალოდ მისგან მინდა გავიგო, რას მეტყვის“, – თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, დაასახელონ სამი მაღალჩინოსანი, რომელთა ფაილებშიც, ტვ „ფორმულას“ ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილმა შეაღწია.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე ნახეს, დაუსახლებელ ადგილას, მისივე კუთვნილ ავტომობილში, რომელიც სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით იდგა.

ახალგაზრდა პროგრამისტის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს კი 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close