მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაკავებულ პოლიციელს ბრალი დაუმძიმეს

ბრალი წაუყენებს მკვლელობის ადგილას მყოფ 3 პოლიციელსაც

აშშ-ში საპროტესტო აქციები გრძელდება. დონალდ ტრამპი კრიზისული ვითარების განმუხტვას ვერ ახერხებს. ეროვნული გვარდიის მობილიზების მიუხედავად ისევ რჩება ცხელი კერები, სადაც დემონსტრანტები უკან დახევას არ აპირებენ. მასობრივი არეულობის ფონზე სულ უფრო მწვავდება შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. ძალადობაში გადაზრდილი აქციების შესაწყვეტად ტრამპის მიერ დაანონსებულ გეგმას მოწინააღმდეგეები მის გუნდშიც ჰყავს.

ფლოიდის საქმე, სავარაუდოდ, პირველი არ არის. „სიენენის“ ცნობით, ბოლო რვა წლის განმავლობაში მინეაპოლისში პოლიციის მიერ ეჭვმიტანილების დაკავების დროს ასფიქსიით 58 ადამიანია გარდაცვლილი.

აშშ-ში მიმდინარე არეულობის გამო პოლიციასა და სამართალდამცველებს რეზინის ტყვიების გამოყენება რამდენიმე ქალაქში მოუწიათ. თუმცა მას შემდეგ, რაც რეზინის ტყვიის შედეგად დაზარალებული აქციის მონაწილეების რიცხვი გაიზარდა, ხოლო ბევრმა მათგანმა თვალი დაკარგა, ამ ტიპის შემაკავებელი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებითაც ქვეყანაში პროტესტი გაჩნდა.

როგორც „სიენენი“ იუწყება, 2017 წელს ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ რეზინის ტყვიით მიყენებული ტრავმების 3% ფატალურია, ხოლო შესწავლილი შემთხვევების 15%-ში რეზინის ტყვიით მიყენებული დაზიანება სამუდამოა.

ამ ფონზე აშშ-ის მოსახლეობის ნაწილი რეზინის ტყვიების გამოყენების აკრძალვას ითხოვს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამ ყოფილ პოლიციელს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ადგილზე იმყოფებოდნენ, ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ყოფილ პოლიციელებს, ალექსანდერ კენგს, ტომას ლეინს და ტუ თაოს მეორე ხარისხის მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში წაუყენეს ბრალი.

ბრალი დაუმძიმდა დერეკ შოვინსაც, რომელიც, გამოძიების ცნობით, პირადად არის პასუხისმგებელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილზე. მას ახლა მეორე ხარისხის მკვლელობაში აქვს ბრალი წაყენებული. ის აქამდე მესამე ხარისხის მკვლელობაში იყო ბრალდებული.

საპროტესტო აქციებს აშშ-ში თან ახლავს არეულობა, პოლიციასთან შეტაკება და მოროდიორობა.

Craig Lassig / EPA / Scanpix / LETA
Jason Ryan / Zuma / Scanpix / LETA
Jason Ryan / Zuma / Scanpix / LETA
Scott Olson / Getty Images

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close