მოგზაურობაnews

გადაწყვეტილება მიღებულია – ევროკავშირის გეგმა ტურისტული სეზონისთვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, შენგენის ზონის საზღვრები არაწევრი სახელმწიფოებისთვის დახურული დარჩება 15 ივნისამდე, რის შემდეგაც გეგმაზომიერი გახსნა დაიწყება. ამის შესახებ მედია წერს. 

ევროკომისიამ დღეს გამოაცხდა წესები, რომელთა საფუძველზეც ტურიზმი უნდა განახლდეს მიმდინარე წლის „არანორმალური ზაფხულის“ განმავლობაში, რათა ტურისტულმა ინდუსტრიამ ზაფხულის მთელი სეზონი არ დაკარგოს.

ევროკომისიის თანახმად, თვითმფრინავებში მგზავრთა შორის თავისუფალი სავარძლის არსებობა სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ნიღბის ტარება მგზავრობისას აუცილებელი მოთხოვნა გახდება.

საბერძნეთი ითხოვდა, რომ მგზავრს წინასწარ, მინიმუმ 3 დღით (72 საათით) ადრე გაეკეთებინა სავალდებულო ტესტი კორონავირუსზე, თუმცა ეს მოსაზრება ევროკომისიამ არ გაიზიარა. ამავე დროს, საზღვრების გახსნისას მთავარი კრიტერიუმი კონკრეტულ რეგიონში ეპიდემიის გავრცელების მასშტაბი იქნება. რამდენადაც საქართველოში ეპიდემიის მასშტაბები დიდი არაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მალე კვლავ შეეძლებათ ევროპაში თავისუფლად მოგზაურობა.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close