პოლიტიკასაქართველო

შეზღუდვები საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე საქართველოში მხოლოდ ორი დღით მოიხსნება

შეზღუდვები საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე მხოლოდ ორი დღით, 27 და 28 აპრილს მოიხსნება, 29 აპრილიდან კი გადაადგილება კვლავ შეიზღუდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ჩვენი ბევრი მოქალაქე გასული იყო რაიონში, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ რეგისტრაციის ადგილებზე. ორი დღის შემდეგ ის შეზღუდვები, რომელიც საქალაქთაშორისო გადაადგილებას და დიდი ქალაქების ჩაკეტვას მოიცავს, კვლავ აღდგება“.

პრემირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის კანცელარიაში COVID-19-ის პანდემიის პირობებში ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ზომები წარადგინა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა, 22 აპრილს კი პარლამენტმა მისი ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 132 ადამიანი, 5 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close