მედიცინამსოფლიო

COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის მწეველთა რიცხვი მინიმალურია

მეცნიერები „ნიკოტინის ეფექტის“ კვლევას იწყებენ

კორონავირუსის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინს მისგან დამცავი ეფექტი აქვს.

აქამდე მწეველები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად ითვლებოდა კორონავირუსისთვის, თუმცა ახალი კორონავირუსის კვლევისას ფრანგმა მეცნიერებმა ნიკოტინის პოტენციური დამცავი ეფექტი დაადგინეს.

ფრანგული და არა მხოლოდ ფრანგული მედია მსოფლიოს ცნობილი ნეირობიოლოგების ჰიპოთეზას აქვეყნებს, რომელიც მალე კლინიკური კვლევების საგნად უნდა იქცეს. იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსის წინააღმდეგ, პაციენტებს ნიკოტინის წვეთები და პლასტირები დაენიშნათ.

ვარაუდი ეფუძნება მწეველთა მცირე რაოდენობას Covid19-ით დაინფიცირებულთა შორის, რომლის შესახებ მთელ მსოფლიოში რამდენიმე სხვადასხვა კვლევა იუწყება. ეს მაჩვენებელი 1.4-იდან 12%-მდე შეადგენს. პარიზის საავადმყოფო La Pitié-Salpêtrière-ში მალე ნიკოტინების პლასტირების პროფილაქტიკური და თერაპევტული ეფექტის შესწავლას დაიწყებენ.

ბლოკავს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსს?

საფრანგეთში ჩატარებული ახალი კვლევა უფრო ზუსტ სურათს იძლევა. Covid-19-ით დაინფიცირებული 500 პაციენტიდან, რომელთაგან 350 პაციენტი მკურნალობას სტაციონარში გადიოდა, 150 კი შედარებით მსუბუქი სიმპტომებით სახლში მკურნალობდა, მხოლოდ 5% იყო მწეველი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მსუბუქი პაციენტებიდან კი მეტ-ნაკლებად ყველა მწეველი აღმოჩნდა. კვლევის ავტორი, შინაგანი დაავადებების პროფესორი ზაჰირ ამურა ამბობს, რომ კრონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში 80%-ით ნაკლები მწეველია, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის მოსახლეობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაკვირვება ხდებოდა ციხისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებზეც, რომლებიც საკმაოდ ბევრ ნიკოტინსა და ალკოჰოლურ სასმელს იღებენ და დადგინდა, რომ  მათ Covid-19 ნაკლებად შეეხო.

„ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ ნიკოტინი უჯრედულ რეცეპტორებს ეწებება, რომლებსაც კორონავირუსი იყენებს, და ამგვარად მათზე ვირუსის დამაგრებას უშლის ხელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ვერ ახერხებს უჯრედში შეღწევას და ორგანიზმში გავრცელებას“, – ამბობს საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის და კოლეჟ დე ფრანსის პროფესორი ჟან პიერ შონჟუ.

პროფესორ ამურის თქმით, დაგეგმილ კვლევაში, ნიკოტინის პლასტირების სხვადასხვა დოზას გამოიყენებენ, რათა გაარკვიონ, მაგალითად შეიძლება თუ არა ამ პლასტირებით ექთნების და პაციენტების პროფილაქტიკა, დაცვა და სიმპტომების შემსუბუქება.

ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული უჯრედული რეცეპტორი ვირუსის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობს, ასევე გამოდგება კორონავირუსის სიმპტომების მრავალფეროვნების, მათ შორის, ყნოსვის დაკარგვის და ნევროლოგიური დარღვევების ასახსნელად.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრს ოლივიე ვერანს ამ კვლევისთვის ჯერ მწვანე შუქი არ აუნთია.

მეცნიერები რთულ მდგომარეობაში არიან – კორონავირუსის გამო მათ შესაძლოა ნიკოტინის რეკლამირება მოუწიოთ, რაც მსოფლიოში დამკვიდრებულ ანტინიკოტინურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

,,ეს ყველაფერი რისკi-სარგებელიანობის საკითხია“, – ამბობენ მკვლევარები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ნიკოტინი არ შეიძლება იყოს ერთადერთი ნივთიერება, რომელიც აქტიურად მოქმედებს უჯრედულ რეცეპტორებზე და, შესაბამისად, ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას. ანალოგიურ ბიოლოგიურ პრინციპზე დაყრდნობით ივერმექტინს, პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებას, შეიძლება იგივე თვისებები ჰქონდეს, მაგრამ ამას ჯერჯერობით დამტკიცება სჭირდება.

მკვლევარების თქმით, მათი აღმოჩენა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები თამბაქოს მაღაზიებს მიაწყდნენ. მოწევა რომ ზოგადად ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მეცნიერები კიდევ ერთხელ გვახსენებენ.

newsreport.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close