პოლიტიკაქართველები უცხოეთში

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ – როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 90-დღიანი უვიზო ყოფნის ვადა ამოიწურა

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ჩვენი მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:

ძვირფასო თანამემამულეებო,

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის მზარდი გავრცელების გამო, დაწესებულია საერთაშორისო შეზღუდვები როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გადაადგილებაზე.

2020 წლის 21 მარტიდან შეჩერებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა; შექმნილმა ვითარებამ ბუნებრივია, განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეები. მათ შორის, საქართველოს არაერთი მოქალაქე, რომლებმაც ვერ შეძლეს 90-დღიანი უვიზო რეჟიმის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში დროულად დაბრუნება.

საბერძნეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შენგენის ზონაში, მათ შორის, საბერძნეთის ტერიტორიაზე, 90-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საბერძნეთში ყოფნის გახანგრძლივების მიზნით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საბერძნეთის რესპუბლიკის მიგრაციის და თავშესაფრის საკითხების სამინისტროს ატიკის (ტელ.: 2103405828 / ათენი, 2104128607 / პირეა, 2106875176 / მარუსი) ან თესალონიკის (ტელ:2313 309202, 309207, 309423) მიგრაციის განყოფილებებს http://www.immigration.gov.gr/contact

ხოლო ქვეყნის დანარჩენ პრეფექტურებში – ადგილობრივი პოლიციის განყოფილებებს.

წარსადგენი დოკუმენტაცია:
1. მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი;
2. სამოგზაურო დაზღვევა და განსაზღვრული პერიოდისთვის საჭირო საარსებო სახსრების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ერთ დღეზე 50 ევრო);
3. განცხადება (Υπεύθυνη Δήλωση φιλοξενίας), სადაც აღნიშნული იქნება, რომ მოქალაქეს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფს მეორე პირი;
4. ორი ფოტოსურათი;
5. მოსაკრებელი: 30 ევრო.

აუცილებელია სატელეფონო კონსულტაცია და წინასწარი ჩაწერა (ზემოაღნიშნულ ნომრებზე).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close