საზოგადოებასაქართველო

ესპანეთში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, გარდაცვლილია 1965 წელს დაბადებული მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული ჰქონდა ონკოლოგიური დაავადების გამო, რასაც COVID-19 დაემატა.

მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვარგარეთ კორონავირუსის გამო საქართველოს 7 მოქალაქე გარდაიცვალა: 4 მოქალაქე – ესპანეთში, 1 – დიდ ბრიტანეთში, 1 – აშშ-ში და 1 საფრანგეთში.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close