მიგრაციაპოლიტიკა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთს კორონავირუსით დაავადებული დევნილები საბერძნეთის სანაპიროსთან გადაყავს

ბერძნული მხარე შეშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციებით, რომ თურქეთი აპირებს კორონავირუსით დაავადებული დევნილები და მიგრანტები საბერძნეთისკენ გაგზავნოს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე მიგრანტებისა და ლტოლვილთა დაჯგუფების ფაქტები დაფიქსირდა. როგორც ამბობენ, ეს ადამიანები თურქეთის შიდა ტერიტორიებზე  მდებარე საცხოვრებელი ცენტრებიდან  სანაპიროზე გადაიყვანეს. იგივე წყარო ადასტურებს, რომ ბევრი მათგანი რამდენიმე დღის წინ პაზარკულში იმყოფებოდა კასტიანეს მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ევროსთან და საბერძნეთში გადასვლას ცდილობდა. დადგენილია, რომ თურქეთს აქვს ორგანიზებული გეგმა, მოხდეს კორონავირუსით დაავადებული მიგრანტების გადაყვანა საბერძნეთსა და ევროპაში, პანდემიის პირობებში.

იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მიგრანტთა გადაადგილება შიდა რეგიონიდან  მცირე აზიის სანაპიროებზე თურქეთის ჟანდარმერიის და პოლიციის კოორდინაციით ხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასობით ადამიანი  მიტილენის და ხიოსის მოპირდაპირე სანაპიროზეა დაბანაკებული. საბერძნეთის ხელისუფლების შეფასებით, ეს პირები შეეცდებიან საბერძნეთში გადმოსვლას, რაც  გამოიწვევს სამხედრო განგაშს საბერძნეთის არმიის გენშტაბის მხრიდან საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის ნაწილებში. საბერძნეთის საზღვაო ძალები უკვე მობილიზებულია და სხვა ხომალდების შემატებას და გაძლიერებას ელოდება.

გამოცემის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებამ ასევე შეაგროვა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთში მიგრანტებისა და ლტოლვილების გადაადგილებას უწყობენ ხელს.

დაბოლოს, წყაროები ირწმუნებიან, რომ საბერძნეთის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან და უკანონო გადაადგილებებს არ დაუშვებენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close