პოლიტიკასაბერძნეთი

ბერძნული არმია ახალ საბრძოლო შაშხანებს მიიღებს

საბერძნეთი თვლის, რომ მუდმივი საფრთხე ემუქრება თურქეთისა და მისი „სულთნისგან“

საბერძნეთი თვლის, რომ მუდმივად ემუქრება საფრთხე თურქეთისა და მისი „სულთნის“, რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან, ამიტომ აპირებს მზად იყოს ნებისმიერი სიტუაციისთვის, საამისოდ კი სათანადო სამხედრო აღჭურვილობაა საჭირო. ამის შესახებ newsbomb.gr წერს.

ახლა ბერძნული არმია აღჭურვილია ახალი საბრძოლო შაშხანებით და, ასევე, მოდერნიზებული უკვე არსებული G3-ით. ახალი საბრძოლო შაშხანა 5.56-კალიბრიანი ან 7.62-კალიბრიანი იქნება. ორივეს აქვს ერთმანეთთან შედარებით უპირატესობა გარკვეულ პირობებში. რა თქმა უნდა, ექსპერტები, რომლებიც საბოლოო გეგმას მოამზადებენ, ბერძნული არმიის რეალურ საჭიროებებს გაითვალისწინებენ.

რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლეგენდარული G3 ექსპლუატაციიდან გამოვა. რა თქმა უნდა, ყველაფრის ერთბაშად შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ ბერძნული არმიის ხელმძღვანელობამ მათი განახლება-მოდერნიზაცია დაიწყო.

პროგრამა, სავარაუდოდ, პანდემიის კრიზისის დასრულების შემდეგ განახლდება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close