საბერძნეთის სამხედრო თვითმფინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრციდან 2 თურქული F-16 გააძევეს
თურქეთი გამოწვევების ტაქტიკას აგრძელებს
კვირას, 12 აპრილს დილით ბერძნულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა საბერძნეთის საჰაერო სივრციდან გააძევეს თურქული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებმაც საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს საბერძნეთის არმიის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით.
გენშტაბის ინფორმაციით, ორი ერთეული თურქული სამხედრო თვითმფრინავი F-16 შემოფრინდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში გათვალისწინებული ფრენის გეგმის წარდგენის გარეშე.
უფრო კონკრეტულად, თვითმფრინავებმა გადაუფრინეს შემდეგ კუნძულებს: მიტილენს, ხიოსს, პანაგიას, ინუსესს საბერძნეთის დროით 10:14 სთ-იდან 10:31 საათამდე ინტერვალში.
თურქული თვითმფრინავების იდენტიფიცირება და საბერძნეთის საჰაერო სივრციდან გაძევება განხორციელდა ბერძნული საბრძოლო თვითმფრინავების მიერ, საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები