საზოგადოებასაქართველო

პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ქუთაისის კლინიკიდან ტაშით გააცილეს (ვიდეო)

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან 12 აპრილს გაწერეს კოვოიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი. კლინიკის ადმინისტრაციამ და მედპერსონალმა ის ტაშით გააცილა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში სწავლობს, კლინიკაში 26 მარტს შეიყვანეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, მანამდე იგი კარანტინში იმყოფებოდა.

პაციენტის გაცილების ვიდეო და ფოტოკადრები კლინიკამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე განათავსა.

ამ დროისათვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 16 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკა "ლჯ და კომპანიის" პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი!.

დღეს, კლინიკა "ლჯ და კომპანია" კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა, პირველმა პაციენტმა დატოვა!. ახალგაზრდა პაციენტს ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, ის კორონა ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა!#ლჯდაკომპანია#ერთადყველაფერსშევძლებთ

Gepostet von ლჯ და კომპანია am Sonntag, 12. April 2020

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close