fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსში კორონავირუსით არავინ დაღუპულა და არც დაიღუპება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ხალხი არა კოვიდ-19-ით, არამედ ქრონიკული დაავადებებით იღუპება, რომლებიც ვირუსის ფონზე მწვავდება.

„ხალხს ეშინია, ამიტომ მინდა, მათ ვუთხრა: ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით არავინ დაღუპულა. არავინ! ისინი დაიღუპნენ ქრონიკული დაავადებებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ლუკაშენკოს თქმით, დაავდების სამკურნალო პრეპარატები უკვე აღმოჩენილია და ექიმები ყველა პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლებენ.

„არც კი ინერვიულოთ. ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით არავინ დაიღუპება. მე ამას საჯაროდ ვამბობს. ეს ჩემი მტკიცე რწმენაა, რომელიც დაფუძნებულია ანალიზზე“, – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

13 აპრილის მონაცემებით, ბელარუსში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 2919-მდე გაიზარდა, 203 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 29 დაიღუპა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები ამ დრომდე არ გამკაცრებულა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close