თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში
თუ ვითარებას საერთაშორისო მასშტაბით შევაფასებთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, განსაკუთრებით მხედველობაში აქვს ევროპის ის განვითარებული ქვეყნები, რომელთა ჯანდაცვის სისტემები საუკეთესოდ ითვლება.
„ერთ-ერთი ყველაზე მცირე რაოდენობა გვაქვს შემთხვევათა, 79 ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი. ამაზე მეტის გაკეთება არაფრის არ შეიძლებოდა. ეს მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოს უკავია მსოფლიო რუკაზე, შედეგია იმისა, რომ მთელი ვერტიკალი, დაწყებული რიგითი ექიმიდან და ეპიდემიოლოგიდან, გაგრძელებული დააავადებათა კონტროლის ცენტრით, კლინიკებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერით დასრულებული, მთელი ვერტიკალი საათივით აწყობილი მუშაობდა. ყველა საპასუხისმგებლო ღონისძიება განხორციელდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად“ – განაცხადა თენგიც ცერცვაძემ.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 11 პაციენტი გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
imedinews.ge
კომენტარები