ჩინეთში ჩამოინგრა სასტუმრო, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინის ზონად იყო გამოცხადებული.ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფუძიანის პროვინციაში, ქალაქ ციუანჩჟოუში მოხდა.
People’s Daily-ი (ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინგლისურენოვანი გამოცემა) წერს, რომ ნანგრევების ქვეშ 70 ადამიანი მოყვა.
„როიტერი“, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან 34 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოახერხეს.
დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ჯერ უცნობია სასტუმროს ჩამონგრევის მიზეზიც.
The collapsed hotel in Quanzhou, SW China's Fujian trapping around 70 people under was a designated quarantine place for people who are suspected of having #coronavirus or have close contact with #COVID19 patients. So far 28 people have been rescued. pic.twitter.com/zP1u2FRFF3
— People's Daily, China (@PDChina) March 7, 2020
Video: 34 people have been pulled out from the debris of the hotel used to quarantine close contacts of patients infected with #coronavirus https://t.co/AAPizyM1Q2 pic.twitter.com/Vohls1PVLZ
— CGTN (@CGTNOfficial) March 7, 2020
კომენტარები